სიონის საკათედრო ტაძარში მრევლი დილიდან იკრიბება, რათა პატივი მიაგოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს.
სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურის, გიორგი ვაშალომიძის განმარტებით, ტაძარი 20:00 საათამდე იქნება ღია. მოქალაქეებს სწორედ ამ პერიოდში ექნებათ საშუალება, მოილოცონ კათალიკოს-პატრიარქის განსასვენებელი.
სასულიერო პირის თქმით, საფლავის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, იქნება გარკვეული შეზღუდვებიც.
"დღეს, დღის განმავლობაში ექნება მორწმუნე საზოგადოებას საშუალება იმისა, რომ მობრძანდეს და პატივი მიაგოს მისი უწმინდესობის საფლავს, თუმცაღა, იქნება გარკვეული შეზღუდვები. შეზღუდვები დაკავშირებულია საფლავის მოწესრიგებასთან და ა.შ.
მორწმუნე საზოგადოებას, მთელი დღის განმავლობაში ექნება საშუალება იმისა, რომ, სურვილის შემთხვევაში, მობრძანდეს. ტაძარი, დაახლოებით 8 საათამდე იქნება ღია", - განაცხადა მამა გიორგი ვაშალომიძემ.




