მშობლებმა და მასწავლებლებმა ხშირად უნდა გააფრთხილონ ბავშვები, რომ შპრიცებთან და ნემსებთან შეხება დაუშვებელია, ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილის სოციალურ ქსელში წერს:
"ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები ქუჩაში, სკვერებში, სადარბაზოებში დაყრილი შპრიცებით და ნემსებით თამაშობენ. არაერთხელ ხდება ჩხვლეტა (სპეციალურად, ვითომ ექიმები არიან, ან შემთხვევით). ეს ძალიან სტრესულია ოჯახისთვის და ბავშვისთვისაც. დგება სხვადასხვა კვლევის ჩატარების საჭიროება.
მშობლებმა და მასწავლებლებმა ხშირად უნდა გააფრთხილონ ბავშვები, რომ შპრიცებთან და ნემსებთან შეხება დაუშვებელია. ასევე, უნდა ვუთხრათ, რომ თუ შემთხვევით ჩხვლეტის ფაქტი მოხდება, არ დამალონ და აუცილებლად დროულად ჩააყენონ უფროსები საქმის კურსში", - წერს მაია ბუწაშვილი.