თბილისის მერი კახა კალაძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს! დაღუპულთა შორის არის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს! ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!" - წერს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, საგარეჯოში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ნოდარ ათუაშვილმა პოლიციის თანამშრომელი, 4 მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და 5 ადამიანი დაიჭრა, რის შემდეგ თვითლიკვიდაცია განახორციელა.