თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს:

,,თსუ სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, ადმინისტრაციის წარმომადგენლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი უნივერსიტეტისთვის.

თსუ სტუდენტებო, დღეს თქვენ საქართველოში ლიდერ უმაღლეს სასწავლებელში იწყებთ ახალ აკადემიურ წელს, რომელიც სავსეა ახალი ცოდნით, გამოწვევებითა და შესაძლებლობებით.

გისურვებთ ნაყოფიერ სასწავლო წელს, შრომისმოყვარეობას და გამოწვევებთან გამკლავებას. იცოდეთ, რომ ამ რთულ გზაზე უნივერსიტეტი ყოველთვის თქვენი მხარდამჭერია. რაც მთავარია, ნუ დაივიწყებთ, რომ თქვენი ძალისხმევა არა მხოლოდ პირად წარმატებას, არამედ საქართველოს კეთილდღეობას ემსახურება.

განსაკუთრებით გილოცავთ პირველსემესტრელებს, რადგან ეს დღე თქვენთვის გამორჩეული და დასამახსოვრებელია.”

თსუ რექტორი, აკადემიკოსი

ჯაბა სამუშია