იუსტიციის სახლი განაგრძობს კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას მომხმარებლებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.
ამჯერად, იუსტიციის სახლი მოქალაქეებს სთავაზობს უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის განახლებულ პაკეტს, რომელიც სრულად მორგებულია მომხმარებელთა ინტერესებსა და საჭიროებებზე.
რემონტის დაზღვევის პაკეტი უნიკალურია და მოქალაქეებს სთავაზობს კონკურენტუნარიან ფასს. სერვისის მისაღებად მომხმარებლებს სადაზღვევო კომპანიების ოფისებში გამოცხადება აღარ მოუწევთ.
იუსტიციის სახლი მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ქონების რეგისტრაციასთან ერთად, დააზღვიონ საკუთარი უძრავი ქონების რემონტი, კომფორტულ გარემოში, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად.
დაზღვევის პოლისის შეძენა შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე, სრულწლოვან ფიზიკურ პირს.
მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მომსახურება მიიღონ იუსტიციის სახლის 118 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.