UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ, გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა.
დღესვე პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 27 წლის მებრძოლი ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება და რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.