ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო პროცედურაში. შეუძლებელი შესაძლებელი გახადეს და საქართველოსა და ესპანეთის მოქალაქეობა შევინარჩუნე,- ამის შესახებ UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ „იმედის კვირაში“ ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიდევ, რომ ამავდროულად, ესპანეთის მოქალაქეობაც რომ მიმეღო - საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო მთლიანად ამ პროცედურაში. შეუძლებელი შესაძლებელი გახადეს და ორივე ქვეყნის მოქალაქეობა შევინარჩუნე“, - განაცხადა თოფურიამ.