ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მცხეთაში, სხვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრაძანა.
"საკვირველია ჩვენი წარსული, აწმყო და უფრო საკვირველი იქნება ჩვენი მომავალი. პიროვნებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თქვენ წარმოიდგინეთ წმინდა ნინო რომ არ ყოფილიყო, მირიანი და ნანა არ ყოფილიყო, სიდონია არ ყოფილიყო, ქრისტიანობა რომ არ მიგვეღო მე-4 საუკუნეში ვინ ვიქნებოდით ჩვენ? ჩვენ ვიქნებოდით რიგითი ადამიანები. ახლა წყალობა ღვთისა ნათლად ჩანს და ეს წყალობა უნდა შევინარჩუნოთ, დავაფასოთ, უნდა დავაფასოთ პიროვნება. პიროვნებას უნდა შეუწყოთ ხელი და ამ შემთხვევაში ჩვენ მივაღწევთ წარმატებას. სვეტიცხოვლობა არის უდიდესი დღესასწაული. შემთხვევით არ არის ის რომ სვეტიცხოვლობა და მცხეთობა ერთ დღეს არის. მე მახსენდება წარსული დღეები, როცა კომუნისტური რეჟიმი იყო და ბევრი გაჭირვება უნახავს საქართველოს ეკლესიას და  ქართველ ხალხს. მაგრამ, საკვირველ არიან საქმენი შენი უფალო. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გამოვიარეთ ეს განსაცდელი და მრავალი მწუხარება გარდაიქცა სიხარულად. სიხარული არ მოგაკლოთ მამა ზეციერმა თქვენ და საქართველოს. ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს, დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ვერავინ ვერ ახსნის როგორ გაუძელით ამდენ განსაცდელს, როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე. მაგრამ ღმერთო მოწყალეა. ჩვენ რომ ვამბობთ ჩვენთან არს ღმერთი, ეს ყველაფერზე მეტყველებს. ეს მეტყველებს იმაზე რომ ჩვენ მარტონი არა ვართ. ჩვენთან არს ღმერთი", - ბრძანა პატრიარქმა.