საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჰავანაში წმ.ნიკოლოზის სახელობის ბერძნულ მართლმადიდებელ ტაძარში, ხოლო შემდეგ საქართველოს საელჩოს შენობაში, მირინის ეპისკოპოსმა ათენაგორასმა და მღვდელმთავარმა იოანისმა, ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
ტაძრის სასულიერო პირებმა განსაკუთრებული სითბო და პატივისცემა გამოხატეს საქართველოს და მისი სულიერი მამის მიმართ კუბელი ხალხის სახელით. საქართველოს საელჩოში გახსნილია სამძიმრის წიგნი ჰავანაში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების და კუბის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, დაშვებული სახელმწიფო დროშა.









