ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს. 

"გული მწყდება იმაზე რომ ჩემ შვილს არ ეყო დავით აღმაშენებლის მაგალითი, ილია ჭავჭავაძის მაგალითი, ზვიად გამსახურდიას მაგალითი, მერაბ კოსტავას მაგალითი, დაჰკრა ფეხი და ჩაბარდა ჯალათებს. აი ეს არის რისი თქმა მინდა". - განაცხადა გიული ალასანიამ მედიასთან. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს "საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე" 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა - განაჩენთა ერთობლიობით კი 12 წლით და 6 თვით პატიმრობა