გუშინ საღამოდან,"მაგთის" საკაბელოზე, 61-ე არხზე, ეთერში გირჩის ტელევიზია გაეშვა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს პერიოდში Girchi TV-ის ტელევიზორში ნახვას "სილქ ტვ"-ის მომხმარებლებიც შეძლებენ.
"წლების განმავლობაში, გირჩის ერთადერთი საკომუნიკაციო არხი იყო ფეისბუქი. სატელევიზიო ეთერის თვალსაზრისით, ყოველთვის ვიყავით დამოკიდებული არსებული ტელევიზიების მფლობელების, პროდიუსერებისა თუ ჟურნალისტების პოლიტიკურ პრეფერენციებსა თუ პირად დამოკიდებულებაზე გირჩთან მიმართებით. ჩვენი ტელევიზიის გაშვებით ვაპირებთ ამ პრობლემის მოგვარებას და საქართველოს მოსახლეობის ისეთ სეგმეტზე გასვლას, რომელიც დღემდე პოლიტიკური ხასიათის ინფორმაციას იღებს ტელევიზორიდან და არა ინტერნეტიდან" - განაცხადა "გირჩის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ.