ამის შესახებ ეროვნულო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს: 

ოზურგეთის # 4 სკოლის დირექტორი, როგორც გავიგე, აწ უკვე ყოფილი, ტარიელ კალანდაძე - სოფელ ნატანებიდან ფეხით დადიოდა ქალაქამდე -  ქარში და წვიმაში, თოვლში და უბედურებაში, საკუთარი სახლიდან მოჰქონდა მცირედი და მოსწავლეებს უნაწილებდა.  ეს სკოლა, რეალურად, საკუთარი სახელით და გაქანებით, ნოვაციურობით და მოსწავლეებისადმი უკიდურესად ჰუმანური დამოკიდებულებებით ტარიელის შექმნილია იმ პედაგოგებთან ერთად, ვინც ახლა მისი გაშვების წინააღმდეგია. ოფიციალური მიზეზი ეგ არის - თურმე გასაუბრება ვერ გაიარა. რას ესაუბრნენ ის მოსაუბრეები  ამისთანას,  კაცს იმ სკოლაზე, რომლის ყველა კენჭის ამბავი ზეპირად იცის, ვერ მოგახსენებთ. ტარიელი, პოლიტიკურად აქტიური კაცი არ არის და რომც იყოს, ვისი რა საქმეა? არავის.  მე მას ვიცნობ, კარგად არ, მაგრამ იმდენად კი, რომ ეთქვა - დამიცავიო. სიტყვა არ დასცდენია. სხვისგან გავიგე. აუცილებლად დავიცავ. აუცილებლად.