როგორც ჩემი მეგობრებისგან ვიცი, ისინი ყველა პოლიტიკურ ძალაში მყავს, ვანო მერაბიშვილს რაღაც-რაღაცები აქვს შემონახული და ეს ადამიანები ამის გამომზეურებას ელოდებიან. ეს შეიძლება იყოს უფრო პირადი ცხოვრების ამსახველი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟმა, გიორგი გამსახურდიამ განაცხადა.

მან „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. გამსახურდია დარწმუნებულია, რომ ყოფილ შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ყოფილ თანაგუნდელთა მაკომპრომეტირებელი ჩანაწერები კიდევ ბევრი ექნება შემონახული.

„ეს ვანოს ხელწერაა და მანდ გასაკვირი ბევრი არაფერია. თავისთავად ცხადია, ექნება. ახლა ცოტა საშუალებასაა მოკლებული და შესაძლოა ცოტა შემჭიდროებული მასალებით შეიძლება „გაგვახაროს“. თუმცა ხელისუფლებაში რომ იყო, იმ დროიდანაც რაღაც-რაღაცები ექნება დაგროვილი. როგორც ჩემი მეგობრებისგან ვიცი, ყველა პოლიტიკურ ძალაში მყავს, რაღაც-რაღაცები აქვს შემონახული და ასე ვთქვათ, ეს ადამიანები ამის გამომზეურებას ელოდებიან. ეს შეიძლება იყოს უფრო პირადი ცხოვრების შემცველი“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

წყარო: იმედინიუსი