„ქართული ოცნების“ ინიციატივით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან სტაჟირება ითვლება სამუშაო გამოცდილებად. ხოლო, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, სტაჟიორის ხელფასი 300-დან 1000 ლარამდე მერყეობს. მისივე თქმით, საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პარლამენტის წევრები უნივერსიტეტებში სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ხვდებიან.
„ახალგაზრდების მონაწილეობით შემუშავდება სტაჟირების ერთიანი სამთავრობო პროგრამაც, რომელიც მთელი დატვირთვით სექტემბრიდან ჩაეშვება. დაგეგმილია, რომ წლის ბოლომდე 3000-ზე მეტმა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება. განათლების სექტორში მიმდინარე სიახლეებში სტაჟირების პროგრამა არის ნამდვილად გამორჩეული, რაც ახალგაზრდებს მისცემს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას და შესაძლებლობას რომ დასაქმდნენ ღირსეულად და თავისი კარიერა საქართველოში გააგრძელონ“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.