საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში - „დიდი ბრიტანეთი-საქართველო: საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ინგლისური ენის სწავლების და შეფასების სფეროში“, რომელიც ეძღვნება ინგლისური ენის სწავლებისა და შეფასების საკითხებს.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ინგლისური ენის სწავლების გაუმჯობესების კუთხით განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბრიტანულ-ქართული პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. მან მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლებსა და ბრიტანეთის საბჭოს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და არაერთი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისთვის.