განცდა მაქვს ასეთი - ქვეყანას აქვს უფლება ბედნიერების და საქართველომ ეს უფლება 26 მარტს გამოიყენა, ოღონდ, სანამ გამოიყენებდა, წარმატებას მიაღწია, - ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა, გია მურღულიამ გადაცემაში „იმედი LIVE“, 26 მარტს მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შეფასებისას განაცხადა.

„რა ქმნის ასეთ წამატებას? ადამიანის წარმატებას რაც ქმნის, იმას კიდევ რაღაც ემატება, რომ ქვეყანამ მიაღწიოს წარმატებას. ჩვენ გვინდა გაღიმებული, წარმატებული საქართველო და ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეთიც იქნება. რატომ? პირველ რიგში, ქვეყანა რომ წარმატებული იყოს, ამას საერთაშორისოდ აღიარებული ფუნქცია სჭირდება - შენ უნდა გაღიარებდნენ, უნდა სჭირდებოდე ქვეყნებს და ნელ-ნელა ეს ასეც ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მეორე არის განწყობა ქვეყნის შიგნით. ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს გამარჯვება იმითაც იყო ძალიან საგულისხმო, რომ ასეთი განწყობა შეიქმნა და ეს არ მთავრდება. ჩვენი საზოგადოება მოწყურებულია ასეთ წარმატებებს და ბუნებრივია, დღის წესრიგში კიდევ კარგა ხანს იქნება“, - განაცხადა გია  ამ მურღულიამ.

ცნობისათვის: საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე.