გაიცანით, ლატარიის მოთამაშეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ადამიანი - რომან არახამია, რომელმაც პირველად ნაყიდ მომენტალურ ლატარია “შვიდიანში” 20 000 ლარი მოიგო! - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ავრცელებს.
24 წლის რომან არახამიამ ყველაზე იღბლიანი შესყიდვა ქალაქ ფოთში მდებარე Nikora Supermarket • ნიკორა სუპერმარკეტი-ში განახორციელა. პროდუქტებზე შესულმა ხურდაში გადასაფხეკი ლატარია ,,შვიდიანი’’ შეიძინა და მომენტალურად 20 000 ლარი მოიგო.
რომან არახამია პროფესიით შემდუღებელია, ახლად მოყვანილ მეუღლესთან ერთად კორპუსის ბინაში ცხოვრობს, ოჯახმა ბინა იპოთეკით რამდენიმე თვის წინ შეიძინა, სწორედ ბანკის ვალდებულების გასტუმრებას მოხმარდება ლატარიაში მოგებული თანხაც.
„ძალიან ბედნიერი ვარ, ხურდაში მორჩენილი ფულით პირველად ცხოვრებაში შევიძინე ლატარია, თანაც მხოლოდ ერთი ბილეთი, მოგებას არც ველოდი, და უცებ აღმოჩნდა, რომ 20 000 ლარი მოვიგე, მართლა სასწაული მოხდა ჩემს თავს, უზომოდ მადლობელი ვარ ლატარიის კომპანიის’’ -ამბობს რომან არახამია.