,, ხელოვანი იუსტიციელები" - ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელზედაც ხელნაკეთი ნივთები, თექასა და ტილოზე შესრულებული ნახატებია წარმოდგენილი. ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს მოხმარდება. მათ საჭირო ნივთები და პროდუქტები გადაეცემათ.
იუსტიციის სამინისტროს ხელოვან თანამშრომელთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გასულ წელსაც გაიმართა და უკვე ტრადიციად იქცა. ღონისძიებაში სამინისტროს სისტემაში მომუშავე 50-ზე მეტი პირი მონაწილეობს. გამოფენა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა.
საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცე დამთვალიერებლებს 12 თებერვლის ჩათვლით 11:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს.