ენათმეცნიერების ინსტიტუტი ენაში დამკვიდრებული ბარბარიზმის ქართულ შესატყვისს ახსენებს/აცნობს საზოგადოებას:

გავაცოცხლოთ ქართული სიტყვები!

✦ღია ფეხსაცმლის ერთ-ერთ სახეობას ეძახიან „შლოპანცს“. ეს სიტყვა  ბარბარიზმია, რუსული ენიდან არის შემოსული და არცერთ ქართულ ლექსიკონში არ დასტურდება.

✦ენათმეცნიერმა ანა ჭაბაშვილმა Ana Chabashvili „შლოპანცის“ ნაცვლად „შლაპუნა“ შემოგვთავაზა.
✦ამ სიტყვის შესახებ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ:
„შლაპუნა (შლაპუნასი) - რაც შლაპუნის ხმას გამოსცემს. იმ დღემდის ჩემ ფეხს ჩექმა არ მიჰკარებია და მხოლოდ შლაპუნა ფოსტლებს ვიცვამდი ხოლმე (აკაკი).“

✦სიტყვა „შლაპუნი“ კი ასე განიმარტება:
„შლაპუნ-ი (შლაპუნისა) მოქნილი რისამე ცემის, რტყმის ხმა. აი, ღვთის წყალობა გაქვს, მე იმათ შლაპუნი ავუტეხო გვერდებში, _ თქვა ცეცომ..., _ მათრახი კი არა, კაი საკამბეჩე იფნის სახრე და იმათი ჯანი! (ს. მგალობ.). დათუას არ ესმოდა... ვენახის გვერდით წყალში თევზების შლაპუნი (შ. არაგვ.).“

#ტერმინთბანკი