გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს ოფისში სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი   ფაქტორი შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სამუშაო პირობებია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრი დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებსაც შეხვდა და  ინფორმაცია მოისმინა მუშაობის სპეციფიკასა და არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ მცხეთა-მთიანეთში სამართალდარღვევების ფაქტები, უმეტესად, ბრაკონიერობას და ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევას მოიცავს. შესაბამისად, რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები სწორედ ამ მიმართულებით ახორციელებენ 24 საათიან კონტროლს. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველო ცალკე ტერიტორიულ ორგანოდ 2 წლის წინ ჩამოყალიბდა. 2023 წლამდე, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოები ერთ ტერიტორიულ ორგანოში - აღმოსავლეთის რეგიონულ სამმართველოში იყო გაერთიანებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოში მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული  მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.