პირველად საქართველოს ისტორიაში გამოიცა კრებული „მეშვიდე კონტინეტის ქართველი“ ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც მოგვითხრობს  ავსტრალიაში მცხოვრები ქართველის თავგადასავალს და დამოუკიდებელი საქართველოს წარსულის პერიპეტიებს. 

ქართველი ახალგაზრდა სახელად შალვა გიგოლაშვილი დიდი ბრიტანეთის ჯარის დახმარებით ინგლისში აღმოჩნდება. ისტორია საინტერესოდ ვითარდება, საქართველოდან ბედის უკუღმართობას გაქცეული პატარა ბიჭი უელსის პრინცის ფავორიტი ხდება.  

წიგნის პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე. ასევე, ავსტრალიიდან გვესტუმრებიან მოგონებების ავტორის, შალვა გიგოლაშვილის შვილი, გრეგორი ზახაროვი და მისი შვილიშვილი დევიდ ზახაროვი.