გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის მეოთხე ჩიხში, სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოები 1 050 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი. ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 307 703 ლარი არის გათვალისწინებული.

სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.