თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრი არჩილ გორდულაძე ოპოზიციური პარტიის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ერთადერთი მიზანია ხელი შეუშალოს ქვეყნის განვითარებას.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიციონერი კოლეგების დღის წესრიგი შედგენილია ისე, რომ კვირიდან კვირამდე, დღიდან დღემდე, საათიდან საათამდე ეთერში ისხდნენ და ერთი საკითხის დასრულებისთანავე ახალი გამოიგონონ, რათა საკუთარ თავს ფუნქცია მოუძებნონ. ვწუხვარ, რომ ასეთი ადამიანები საკრებულოში არიან და მოქალაქეებისა და ხალხის სახელით საუბრობენ, ეს ხალხისთვის შეურაცხმყოფელია. ყველამ კარგად ვიცით, რა გაუკეთებიათ და ქართველი ხალხი უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ არასოდეს დაბრუნდეთ ხელისუფლებაში და არ გქონდეთ გადაწყვეტილებების მიღების უფლება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.