თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ, ამ წუთებში უნივერსიტეტი დატოვა. მას კომენტარი არ გაუკეთებია.
"არ გადადგე!" - სტუდენტებმა ლადო პაპავა უნივერსიტეტიდან ამ შეძახილით გააცილეს.
შეგახსენებთ, რომ უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს სტუდენტების აქცია. უნივერსიტეტის თვითმმართველობა დღეს რექტორის, ლადო პაპავას გადადგომას ითხოვდა, თუმცა აკადემიურმა საბჭომ დღეს ეს საკითხი არ დააკმაყოფილა.
დღეს საკუთარი კანდიდატურა მოხსნა კანცლერობის კანდიდატმა გიორგი გაფრინდაშვილმა.