დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ნგრევად შენობებში მცხოვრებ ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს თბილისში ბინები გადასცა.

 ახალაშენებულ კორპუსებში,  გარემონტებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართი 40-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, მათ შორის არიან სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები.  ამ ეტაპზე „ქართლში“  მცხოვრები 140 ოჯახიდან 100-მდე  ოჯახი ახალი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებულია. 


დევნილი ოჯახებისთვის სათანადო  საცხოვრებელი პირობების შექმნა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტია.  ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება. 2023 წელს, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების მიზნით, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.  მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში კი ახალი საცხოვრებელი  ფართით იძულებით გადაადგილებული  13 000  ოჯახი დაკმაყოფილდება.