თბილისში, სამგორის რაიონის ერთ-ერთ ქუჩაზე 21 წლის გოგოს გვამი იპოვეს.

ახალგაზრდა გოგოს გვამი საკუთარი სახლის მიმდებარედ, ქუჩაში დილით იპოვეს.

პირველადი ინფორმაციით, ქალს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.