თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას საქმის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
სასამართლო მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობს. სასამართლო საქმეს უვადოდ გამწესებული მოსამართლე თემურ გოგოხია იხილავს. სხდომას ესწრება ნიკა მელია. სასამართლოში ნიკა მელიას ინტერესებს გიორგი კონდახაშვილი იცავს.