ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ, ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა.
სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში 2 თებერვალს, დააკავეს და დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მას ადმინისტრაციული პატიმრობა სამებაში, მატრონა მოსკოველის ხატისთვის, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული, საღებავის შესხმის გამო მიუსაჯეს.
ნატა ფერაძის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება საიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მეორე ინსტანციამ საჩივარი არ მიიღო.