შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მოწინავე სისტემების ბიუროს სამედიცინო დაწესებულება და შპს „ეი-ბი-სი ფარმაცია“ იგივე „ფარმადეპო“ უკანონო საქმიანობაში დაადანაშაულეს.

როგორც ჟურნალისტებს რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ხუციშვილმა განუცხადა, ჯანდაცვის მოწინავე სისტემების ბიუროს სამედიცინო დაწესებულების საქმიანობას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგია შეისწავლის. 

მისივე თქმით, "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში გამოიყენებოდა სპეციალური ელექტრონული ბარათები, რომლის გამოყენება მხოლოდ „ფარმადეპოს“ ქსელში იყო შესაძლებელი. რეგულირების სააგენტომ განახორციელა კონტროლის მექანიზმები, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ჯანდაცვის მოწინავე სისტემების ბიუროსა და „ფარმადეპოს“ ქსელის რამდენიმე აფთიაქში გამოვლინდა დარღვევები. 

„კერძოდ, სამედიცინო დაწესებულების ექიმები მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციის საფუძველზე ნიშავენ დანიშნულებას ანუ მედიკამენტებს, რომლის შესყიდვას ელექტრონული ბარათის საფუძველზე მოქალაქე ახორციელებს მხოლოდ ფარმადეპოს ქსელში. 

მოქმედი კანონმდებლობით სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება წარმოადგენს ექიმის ერთ-ერთ მნივნელოვან მოვალეობას და ფუნქციას. 

ჯანდაცვის მოწინავე სისტემების ბიუროს სამედიცინო დაწესებულება არ ავსებს სამედიცინო დოკუმენტაციას, ექიმები არ ნახულობენ პაციენტს, მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციას უწევენ და ისე ნიშნავენ მკურნალობას. 

სამედიცინო დოკუმენტაციის წესის დარღვევის გამო რეგულირების სააგენტომ ადმინისტრაციული სამათალადარღევის ოქმი შეავსო, რომელიც განსახილველად გადაეცემა სასამართლოს“.

რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის კონტროლის სამმართველოს უფროსი ნანა შაშიაშვილის მონაცამებით, აფთიაქში მედიკამენტები გაიცემოდა ფორმა №3 რეცეპტის გარეშე, რაც საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება. ამ ფაქტზე შედგენილია სამართლადარღევის 4 ოქმი. ოქმები განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

„შპს „ეი-ბი-სი ფარმაციას“ იგივე ფარმადეპოს აფთიაქებიდან მოსახლეობიდან ხდებოდა ე. წ. სარეკლამო ხასიათის ფლაიერებისა და პალასტიკური ბარათების გაცემა და პარალელურად ინფორმაციის მიწოდება, რომ ეს გახლდათ ჯანდაცვის სამინისტროსა და კომოანიის ერთობლივი პროექტი.

ფლაიერზე დატანილი ინფორმაციის საფუძველზე მოსახლეობა იღებდა ინფორმაციას, რომ ეს გახლდათ სააფთიაქო შეღავათის სოციალური ბარათი „თქვენი ელექტრონული რეცეპტი, დროის და ზედმეტი დანახარჯის გარეშე მიიღეთ ექიმის უფასო სატელეფონო ან ელექტრონული ონლაინ კონსულტაცია. ექიმის უფასო კონსულტაციის საფუველზე მიიღეთ ელექტრონული რეცეპტი“.

ჩვენ მიერ განხორციელდა რამდენიმე სატელეფონო ზარი. ყოველგავრი პრობლემის გარეშე დანიშნული იქნდა მედიკამენტები, მათ შორის რპგორიც არის ანიჰიპერტენზული საშუალებები, ანტიბიოტიკები. მათი გაცემა ასევე ყოველგვარი პრპბლემის გარეშე ხდებოდა სააფთიაქო დაწესებულებიდან კანონის მთხოვნების დარღვევით ფორმა №3 რეცეპტის წარდგენის გარეშე. არამიზნობრივად, არასათანადოდ ყოველგვარი დადასტურების გარეშე ჩვენს მიერ შეძენილი იქნა მედიკამენტები. 

აღნიშული პროექტი არ წარმოადგენს ჯანმრთლეობის დაცვის სამინისტროს და კომპანიის შპს „ეი-ბი-სი ფარმას“ იგივე ფარმადეპოს პროექტს. უფრო მეტის, ის ეწინააღმდეგება მინისტრის მიერ ნომრატიული აქტით გამოცეული ნორმატიული აქტით გათვალსიწიენბულ მოთხივნებს და ემსახურება მხოლოდდამხოლოდ მოსახლეობის მიზანმიმართულად შცდიმაში შეყვანას.

მინდა მოვუწოდო ყველა სააფთაქტო დაწესებულებას , არ ისარგებლონ მსაგვსი ან სხვა ტიპის სქემებით. რაც აგებულია კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგულიების სააგენტო დაუყივნებლივ გაატარებს ადმინისტრაციულ ღონისძიებებს მათ მიმართაც“, - განაცხადა შაშიაშვილმა.

კომპანია „ეი-ბი-სი ფარმაცია“ კერძო პირების მიერ 1999 წელს არის დაფუძნებული. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, „ფარმადეპოს“ 81,6% წლის მფლობელი ენრიკო ბერიძეა, 14,4% - მიხეილ აბრამიძე; დანარჩენი 1-1% 4 სხვა პირზე ნაწილდება: თეონა ჯოჯუა, მამუკა ჭეიშვილი; მამუკა ნარჩემაშივილი და დავით სულაბერიძე.