დღევანდელ სასამართლო პროცესზე თბილისში ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, ბრალდებული ძმების გუგა და დავით კაკულიების სასამართლო სხდომა გაიმართა. 

ძმებმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ 20 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან საერთო არაფერი აქვთ. 

"მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, არანაირი შეხება მაგ საქმესთან ჩვენ არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია გადაეცით იმათ, ყველას", - აცხადებს გურამ (გუგა) კაკულია. 

2022 წლის 30 მაისს თბილისში მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა ძმებ კაკულიებზე სოციალურ ქსელში დაწერა: დააკავეს ჩვენი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები 

ოფიციალური ბრალდებით კი “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ფაქტი გახსნილია. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 27 მაისს, არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთ პირს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა ქმედებამ ასევე საფრთხე შეუქმნა ადგილზე მყოფ პირებს, მათ შორის ერთ-ერთმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 30 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ და მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას), 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ჯგუფურად შენახვა და ტარება) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13- დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."

შეგახსენებთ, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ჭელიძეს 17 წლით, ხოლო კაველაძეს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა