დაკავებული ბადრი ესებუას ადვოკატის სოსო ჯანაშიას თქმით, ის თავს არ ცნობს დამნაშავედ. 

" და შესაბამისად იმ პოზიციაზეა , რა პოზიციაზეც ჩვენ  ადრე ვიყავით. მან მითხრა, რომ არსებობდა მისი სიცოცხლის განადგურების საფრთხე, ანუ ჰქონდა მას 2023 წლის 20 თებერვალს გავაგძელებთ პროცესს, სადაც მოიყვანენ და მპოდება პროცესის გაგრძელება. ის არანაირ ბრალს, რაც შეეხება "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღბას, არ აღიარებსმის რეალური შიში. აქედან გამომდინარე იმალებოდა/

რაც შეეხება სად იმყოფებოდა, როგორ იმყოფებოდა ამ თემებზე არ გვისაუბრია, რადგან ფაქტობრივად პირველად შევედი და გავიცანი, ზოგადად ვისაუბრეთ, დეტალებს არ ჩავრღმავებივართ. 

ცნობისთვის, 2 წლიანი ძებნის შემდეგ შსს-მ ბადი ესებუა დააკავა.

შეგახსენებთ, 2022 წლის 21 ოქტომბერს  12 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ზუგდიდში, ერთ-ერთ ბანკზე თავდამსხმელმა მძევლად აყვანილი 43 ადამიანი გაათავისუფლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხიდან ტყეში გაიქცა და ამ დრომდე თავისუფალია. თავდამსხმელი 500 000 აშშ დოლარს ითხოვდა. 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა ბანკის შენობა დატოვა და ხელებზე თოკმობმული გამოიყვანა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, შემდეგ კი მძევლებს ჩაენაცვლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაადასტურა, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მომხდარიდან რამდენიმე დღეში შსს-მ ბადრი ესებუას ძმა დააკავა.

ადვოკატები აცხადებენ, რომ  ბადრი ესებუას ძმა ბრალს არ აღიარებს, აცხადებს, რომ იარაღი ჩაუდეს   შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას დაკავების დროს ავტომანქანაში აღმოჩნდა, 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი. 

ბადრის ესებუას ძმას ზუგდიდის რაიონულამ სასამართლომ 4 წლით პატიმრობა შეუფარდა

2020 წლის 4 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ბადრი ესებუა ძებნილად გამოცხადდა