ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. 

7 კორპუსში, სრულად გარემონტებული ბინა  იძულებით გადაადგილებულ 1 747   ოჯახს გადაეცემა. 

მშენებლობის დასრულება 2027 წელს იგეგმება და მისი ღირებულება  191 012 850   ლარს შეადგენს.  სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი - სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნის და სავარჯიშო სივრცეების მოწყობასაც ითვალისწინებს. 
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები,  ზუგდიდის პარალელურად,  კიდევ 3 ქალაქში - თბილისში, რუსთავსა და ბორჯომში შენდება. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი  დავით კაიკაციშვილი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას  ადგილზე გაეცნენ.