ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ზუგდიდის N2-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში 295 აბიტურიენტს ელოდებიან.
როგორც ზუგდიდის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ქირიამ განაცხადა, გამოცდები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებითა და შეცვლილი პროტოკოლით ტარდება, რათა გამოსაცდელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება, მაქსიმალურად იყოს დაცული. გამოცდაზე ყოველი აბიტურიენტის სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით.