ზესტაფონში, 9 ივნისს დაფიქსირებულმა ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა პრობლემები შექმნა მუნიციპალიტეტის 3 ადმინისტრაციულ ერთეულში. II სვირში, ქვედა საქარასა და სოფელ კვალითში, სტიქიის შედეგად განადგურდა ვენახები, ხილის ბაღები, ნათესები, დააზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავები.
სტიქიის შედეგებს მუნიციპალიტეტში ადგილზე გაეცნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი მაქარაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, მოადგილე ბესიკ გოფოძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერთან, ვასილ გველესიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად. "სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღრიცხვას, მერიის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, მერიის სარეზერვო ფონდიდან უმოკლეს დროში იქნება თანხები მობილიზებული, რითაც მოხდება სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის სახურავების აღდგენა", ვასილ გველესიანი მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა.