სოფელ ჯუგაანში მცხოვრები 13 წლის მოზარდი წნორის "არქიმედეს" კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში, მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს.
მედიკოსების ინფორმაციით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, გოგონა რეანიმობილით თბილისში იქნა გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
13 წლის მოზარდის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ვირუსული ინფექციის გართულება გახდა.