თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადეს. პროცესს ბრალდებული დისტანციურად ესწრებოდა. ბიზნესმენი სამართალდამცველებმა გასული წლის 31 მაისს დააკავეს. საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბიზნესმენი სხდომებს მხოლოდ რამდენჯერმე დაესწრო, მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა. ის წარდგენილ ბრალში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

გამოძიება თურქ ბიზნესმენს დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვას ედავებოდა. მის გარდა, გალიფ ოზთურქს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ამ საქმეზე, წინა სასამართლო სხდომა აპრილში გაიმართება.