მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და მერის მოადგილემ გია კვასტიანმა ქალაქის მე-2 და მე-3 საბავშვო ბაღები დაათვალიერეს და აღსაზრდელებს, მშობლებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა წყალტუბოში, თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარეობს ახალი, 150 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა, ასევე სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოწესრიგდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა ყველა საბავშვო ბაღი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 24 საბავშვო ბაღში 1500 -ამდე აღსაზრდელი სწავლობს.