წალკაში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ოთხი კი, დაშავდა.

გარდაცვლილიც და დაშავებულებიც ტექნიკური ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც რკინიგზის ლიანდაგს ამოწმებდნენ.

უბედური შემთხვევა წალკაზე გამავალ საერთაშორისო სარკინიგზო მონაკვეთზე გუშინ მოხდა.

ინფორმაციას დაღუპულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში "აიპრესს" დაუდასტურეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275 მუხლით მიმდინარეობს.