დღეს თელავის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. საკრებულოში 20 მაჟორიტარული და 15 პროპორციული წესით არჩეული წევრია, მათ შორის ''ქართული ოცნებიდან'' 27, ''ნაციონალური მოძრაობიდან'' 5, ''ევროპული საქართველოდან'' - 2, ხოლო ''პატრიოტთა ალიანსიდან'' 1 წევრი.
სხდომაზე 26 ხმით 5ის წინააღმდეგ თავმჯდომარედ არჩილ თხლაშიძე აირჩიეს, ამ უკანასკნელმა კი მოადგილედ გიგა ორკოდაშვილი წარადგინა.
ახლადარჩეული საკრებულოს სხდომაზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებიც ახლადარჩეული საკრებულოს კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებენ.