თელავში, ძლიერი ქარის შედეგად, ცენტრალურ მოედანზე არსებული რკინის კონსტრუქცია დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცნობისათვის, კონსტრუქცია გარს ეკვრის სკვერს, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც ქალაქში ცოტა ხნის წინ დაიწყო.