სურამში, 9 აპრილის ქუჩაზე მინი სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა დაათვალიერეს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი ღირებულება 119 919 ლარია. მინი სტადიონი ტურისტულ ზონაში მდებარეობს. მისი რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების, ისე ახალგაზრდა და უფროსი ასაკის მოქალაქეთა შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშესაწყობად.