შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში, გვიან ღამით მოხდა. მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული. მას გადაუდებელი ოპერაცია გვიან ღამით ჩაუტარდა.
მედიკოსების ინფორმაციით, 35 წლის ქალს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის ყველაზე დიდი ზომის ჭრილობა მარჯვენა ბარძაყის მიდამოში, ღია მოტეხილობასთან ერთად.
ადგილობრივების თქმით, ეჭვმიტანილმა მრავლობითი ჭრილობები ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა, შემდეგ კი, მის მეუღლეს რამდენჯერმე ესროლა - 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.