საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო „L ბაკურში“ დაკვამლიანების შემდეგ, უწყებაში დაშავებულებზე ინფორმაცია არ შესულა.
იგივე ინფორმაცია მიაწოდა ადგილზე მობილიზებულ მედიის წარმომადგენლებს, ბათუმის ვიცე-მერმა ნუკრი დეკანაძემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება. სასტუმროდან დამსვენებლების ევაკუაცია, დაკვამლიანებიდან რამდენიმე წუთში განხორციელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე,
მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები და მიმდინარეობს, ხანძრის ლიკვიდაციის პროცესი. ამ დროისთვის, დაკვალიანების დონე შემცირებულია.