აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ "ქართული ოცნებიდან" აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატები რამდენიმე დღის წინ წარადგინა. -"ბათუმში ჩვენი დელეგატი იქნება - რამაზ ჯინჭარაძე".
დღეს, რამაზ ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში დაწერა "ბათუმში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებთან შეხვედრები დავიწყე"
„ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად პირველი შეხვედრა ხიმშიაშვილისა და ინასარიძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან გავმართე.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე ბათუმში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, შესრულებული პირობების შესახებ ვისაუბრეთ. ასევე, განვიხილეთ სამომავლო გეგმები, გამოწვევები და ახალი პროექტები.