ადგილებზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვისა  და "სპეციალური სერვისების" სამსახურები.

სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი,  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

" ინტენსიური, გადაუღებელი წვიმის გამო დაიტბორა ქუთაისის რამდენიმე ქუჩა. ჩვენი შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ მოსახლეობის დასახმარებლად.  დახმარებას აღმოვუჩენთ ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს."- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.