ქუთაისის მუნიციპალიტეტმა , საქართველოს მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 10 მილიონი ლარი მიიღო.

აღნიშნული თანხით ქუთაისში 7 მასშტაბური პროექტი განხორციელდება:

ჭავჭავაძის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია და მოაჯირების მოწყობა ,  1 800 000 ლარი;

ავტომშენებლის გამზირზე ტროტუარების რეაბილიტაცია, 1 000 000 ლარი ;

სპორტის სასახლის რეაბილიტაცია, 950 000 ლარი;

ჩოგბურთის კორტების კომპლექსის რეაბილიტაცია, 800 000 ლარი;

ავტომშენებლის გამზირზე არსებული სკვერის  რეაბილიტაცია, 1 000 000 ლარი; 

ციფრული განათლებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის რეაბილიტაცია , 800 000 ლარი; 

რუსთაველის გამზირისა და გ. ტაბიძის ქუჩის ფასადების რეაბილიტაცია, 3 650 000 ლარი.