2017 წლის 24 ნოემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ჩატარდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რეგიონების სალოტბარო სკოლების 2015-2017 წლების კურსდამთავრებულთა სასერტიფიკატო გამოცდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ფოლკცენტრი ავრცელებს.
კომისიის შემადგენლობა: ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე (თავმჯდომარე); ცენტრის თანამშრომლები: თეონა რუხაძე, ლევან ვეშაპიძე და უჩა დვალიშვილი. გამოცდაში მონაწილეობდნენ ოზურგეთის ზესტაფონის ამბროლაურისა და თეთრიწყაროს სალოტბარო სკოლების კურსდამთავრებულები, სულ - 8 მოსწავლე.
მოსწავლეებმა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს და გამომცდელთა მოწონებაც დაიმსახურეს.
კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები: ფოლკლორის ცენტრისა და ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის გამოცემები, ვიდეო და აუდიო ალბომები.