ოზურგეთში, საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაიწყო. დეპუტატებს შორის მწვავე დებატები, ოპოზიციის შეკითხვებს მოჰყვა, რომელიც ინფრასტრუქტურულ საკითხებს და რაგბის სტადიონის კეთილმოწყობას ეხებოდა. 

,, ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, 2017 წელს არჩილ თალაკვაძე რაგბის სტადიონის მოწყობის პირობა დადო და ამ მიმართულებით თანხების მობილიზებაც მოხდა, თუმცა რაგბის სტადიონი ამ დრომდე სავალალო მდგომარეობაშია. ამ შეკითხვებმა მმართველი გუნდის გაღიზიანება გამოიწვია. რასაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.