"ამ წუთებში დგინდება ზარალი. პრემიერმინისტრის დავალებით ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ყველა სამთავრობო უწყებაა ჩართული. სტიქიამ  6 სოფელი დაზიანა. ხეებია მოგლეჯილი, დაზიანებულია ხიდები. ძირითად კი ონის რაიონის სოფელი ღარი, სადაც ქარბორბალამ დაახლოებით 30-დან 40-მდე ოჯახს სახურავი გადახადა. სანამ კომისია არ დაადგენს ზარალს, ზუსტ თანხას, რა რაოდენობის ზარალი მიადგა რაიონს ვერ გეტყვით. ამ წუთებში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა", - ამის შესახებ "აიპრესს" ონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ლობჟანიძემ განუცხადა. 

ცნობისთვის, წუხელ გვიან ქარბორბალამ ონის რაონის დაახლოებით 6 სოფელი დააზარალა. ამ წუთებში პრემიერმინისტრის დავალებით დაზარალებულ სოფლებში დგინდება ზარალის ოდენობა.