ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ გელათთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 60 წლის მამაკაცი, ხოლო ერთი დაშავებული საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კიდევ ერთი მძიმედ დაშავებული პირი ლაგოდეხის კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ.